მსურს შევცვალო მსოფლიო

ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, რომელსაც დიდ პოლიტიკურ მომავალს უწინაწარმეტყველებენ — «მსურს შევცვალო მსოფლიო»

მარიამ ტოპეშაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. მარიამი ბრაზილიაში ემიგრირებული ქართული ოჯახიდანაა, რომელიც უცხო ქვეყანაში წლების წინ გაემგზავრდა და იქ დამკვიდრდა. მარიამ ტოპეშაშვილი ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის — თბილისის დატოვება მოუწია. ის მშობლებთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც ოჯახმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ქართველი გოგონას შესახებ სტატია რამდენიმე წლის წინ უდიდესმა ბრაზილიურმა გამოცემამ globo.com-მაც გამოაქვეყნა, სადაც მარიამს წარმატებული პოლიტიკური კარიერა უწინასწარმეტყველეს. მარიამი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. ამჯერად კი , ჰარვარდის უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი მარიამთან ამ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.

  • თქვენ დაიბადეთ საქართველოში, საბჭოთა კავშირის ყოფილ ნაწილში, ჯერ კიდევ ბავშვი იყავით, როდესაც მშობლებთან ერთად რიო დე ჟანეიროში გადახვედით, როგორი იყო ბრაზილიაში გატარებული ბავშვობის წლები და ის ფაქტი, რომ იქ ლტოლვილად  იზრდებოდით?
დიახ, ბრაზილიაში ვიზრდებოდი. იქ სხვა ლტოლვილებიც იყვნენ. ჩემი მშობლები 2001 წელს წავიდნენ ემიგრაციაში, ამ დროს მე 4 წლის ვიყავი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცხოვრებას ნათელ და პერსპექტიულ ქვეყანაში გააგრძელებდნენ, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ბრაზილიაში მათ დიპლომებს ფასი დაეკარგებოდა. ჩემი მშობლები ვერ საუბრობდნენ, ვერც პორტუგალიურად და ვერც ინგლისურად, მამაჩემი კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა, ხოლო დედამ კი, რომელიც პროფესიით ექთანი იყო, მხოლოდ ორი წლის შემდეგ იშოვა გიდის სამსახური.
ისინი ღამეებს ათენებდნენ, რომ ფული ეშოვათ. აღფრთოვანებული ვიყავი მათი შრომისმოყვარეობით, გაუტეხლობითა და უშიშრობით. მშობლები ჩემი შთაგონების წყაროდ იქცნენ და  დღემდე ჩემი შთამბეჭდავი წყაროები არიან.
კარგად მახსოვს, მამაჩემი ყოველდღე მზეში მუშაობის შემდეგ, წვნიანს მიირთმევდა და თან წიგნს კითხულობდა, ის სულ მეუბნებოდა, რომ არ არსებობს ცხოვრებაში იმაზე მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე კითხვაა. სწორედ ამიტომ, 6 წლიდან საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი.  მაშინ, როდესაც ჩემი სამყარო შეიცვალა: მივხვდი, რომ წიგნებს გააჩნდათ სხვა სამყაროში ტრანსპორტირების საშუალება. ჩემი მშობლები ყოველთვის იყვნენ ძალიან კონსერვატიული ღირებულებების, მაგრამ მე მზრდიდნენ სრულიად თავისუფლად, ამან მომცა საშუალება, რომ მქონოდა იდეები და განმეხორცილებინა ისინი. 2007 წლიდან  მე უკვე ვლაპარაკობდი ოთხ ენაზე. მშობლები შემოსავლის უმეტეს ნაწილს ჩემს განათლებაში ხარჯავდნენ. დავამთავრე რიოს პრესტიჟული, პედრო II-ის სახელობის კოლეჯი. პარალელურად, ვმონაწილეობდი მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში. ამასთან ერთად დიდ დროს ვუუთმობდი მოხალისეობას – წიგნებს ვუკითხავდი უსინათლოებს. თავიდანვე მივხვდი, რომ განათლება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის გზა იყო  და დედაჩემმა ამისათვის ყველაფერი გააკეთა. მეც ყოველთვის მომწონდა სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა.
სრულიად გულახდილად რომ ვთქვა, არასოდეს მჯეროდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის შანსი მომეცემოდა, თუმცა ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ბევრი იბრძოლა და არასოდეს დათმო.
  •  როგორი იყო თქვენი აკადემიურ მოღვაწეობის პერსონალური ისტორია და თქვენი ცხოვრება ჰარვარდის საკლასო ოათახებში?

ჩემი მშობლები ისტორიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე მსჯელობდნენ.  სანამ სკოლაში ისტორიისა და გეოპოლიტიკის სწავლას დავიწყებდი,  მაშინვე ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება. მიყვარდა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიების შესწავლა, მაგალითად დეტალურად შევისწავლე „ცივი ომის“ პერიოდი, ბრაზილიის ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები და  ა.შ. ასევე ამ დროს დავიწყე ახალი ენების შესწავლა, რადგან ამით სხვა ქვეყნის კულტურისადმი ხელმისაწვდომობის საშუალება მექნებოდა.
უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი თითქმის ყველა საგანს, ვისწავლე ყველაფერი  მეცნიერებიდან  ჰუმანიტარულ მეცნიერებამდე. მაგალითად, ქიმიას. ვიცოდი, რომ აშშ-ში მე შევძლებდი განსხვავებული და გათიშული სუბიექტების შესწავლას პირველ  რამდენიმე წელს კოლეჯში. შემდეგ ჰარვარდში მივდიოდი.
მეორე კურსის ბოლოს, საბოლოოდ გამოვაცხადე ჩემი კონცენტრაცია მთავრობაში, კონკრეტულად კი  ეკონომიკის დარგში. დღესდღეობით,  შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად ამირჩია. მინდა ჩემი ცოდნის გაზიარება და მსურს სხვა ქვეყნებმაც გაიგონ საქართველოს კულტურის თავისებურებების შესახებ.
პირველად საქართველოში ვიყავი მაშინ, როცა  18 წლის გავხდი. ყველგან ჩართული ვარ სხვადასხვა სახის დებატებსა და მოლაპარაკებებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დებატები, მოლაპარაკებები და იდეების გაზიარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამჟამად ერთ-ერთი ორგანიზაციის  ინგლისურ კომიტეტში ვმუშაობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედამხედველობას ვუწევ ყველა იმ თემას, რომელშიც  500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.  მიუხედავად იმისა, რომ ვერ წარმომედგინა ჰარვარდში სწავლა, საბოლოო ჯამში, იქ ჩემი დრო დადგა, მადლობელი ვარ ყველა მეგობრის, მრჩევლისა და პროფესორის, ვისაც შევხვდი…

  • თქვენ ცოტა ხნის წინ მიიღეთ პრიზი მთავრობის დეპარტამენტიდან. შეგიძლიათ გვითხრათ რას ნიშნავს ეს პრიზი და როგორია თქვენი ინტერესი პოლიტიკურ მეცნიერებაში?

დიახ! დამაჯილდოვეს სტიპენდიით, ეს იყო ჩემთვის ყველაზე საოცარი რამ, რაც კი ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.  მიყვარს პოლიტოლოგია, ამან გამოიწვია ის, რომ გადავწყვიტე  მეცადინეობა პოლიტიკურ თეორიაში, ეს იყო წახალისება, რომ ჩემი ჰარვარდის კარიერაში გადადგმული ნაბიჯი დაფასებულიყო. ბოლოს მივხვდი, რომ დიდი ძალისხმევითა და შრომით, მივიღე შედეგი რომელიც მსურდა. მქონდა საუკეთესო აკადემიური წლები.

  • რას ფიქრობთ სწავლის დამთავრების შემდეგ? გაქვთ გრძელვადიანი ამბიციები?
ეს მართლაც ძალიან რთულია! მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლა, ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, გავაგრძელებ თუ არა,  მომავალში აკადემიის კარიერას. მომწონს კვლევა, კითხვა და წერა. მე ასევე მიყვარს კითხვების დასმა და იდეების წარდგენა. არსებობს მრავალი სფერო, სადაც შემიძლია გამოვიყენო ყველა უნარი. ასევე,  გადავწყვიტე, მარკეტინგში მუშაობა,  ოთხწლიანი აკადემიური მუშაობის შემდეგ, ვფიქრობ, მზად ვარ რეალურ სამყაროში კიდევ უფრო მეტი განვიცადო. ასევე მინდა გარკვეული დრო გავატარო დედაჩემთან, რომელიც დამეხმარა ამ ყველაფრის მიღწევაში.
ჩემი გრძელვადიანი ამბიციები ძალიან ფართოა: მსურს, შევცვალო მსოფლიო და ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებ, რთულად და მრავალფეროვანი გზებით.
ოცი წლის შემდეგ,  მსურს რომ  მქონდეს სამთავრობო როლი, რომელიც საშუალებას მისცემს ლტოლვილებს დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, სტუდენტებს,  რომლებიც იბრძვიან სოციალური და ეკონომიკური ბარიერების დაძლევაში. მსურს ვითამაშო დიდი როლი იმ მოსწავლეების ცხოვრებაში, რომლებსაც ოცნებების მიღწევა სურთ, რათა მიეჩვიონ გამძლეობას და ბრძოლას. ვიმედოვნებ, მომავალში ჩემი ისტორიის მსგავსი ბევრი შეგვხვდება.
წყარო: presa.ge

Author: nikatron