ტყუილით ოკუპირებული ქვეყანა

გურამ ქართველიშვილი

ჩვენი სიბეცე იმაში გამოიხატება, რომ ერთი ბოროტების იმპერიიდან გამოღწეულები უარეს ბოროტების იმპერიებს ვუმღერით პოლიქრონიონს, ხშირად საკურთხევლებშიც ვლოცულობთ მათზე და შვილებს მათგანვე გადმოგდებულ გახრწნილობაზე ვზრდით… არადა ერმა ოდესმე ხომ უნდა მოინდომოს ამ ნეოლიბერალური და დასავლური სიბინძურიდან გათავისუფლება? წესით კი, მაგრამ როცა მილიარდობით დოლარი ხმარდება მის გადაგვარებას და ამავე ერიდან გამოსული მმართველი იუდების განდიდება-პიარს, იქ ურთულესია შემობრუნება…
ერთადერთი ძალა რაც შეიძლება დავუპირისპიროთ ამ წამლეკავ მონსტრს —- სიმართლეა. მხოლოდ სიმართლისადმი თვალის გასწორება დაგვანახებს ჩვენ უმძიმეს მდგომარეობას და დაგვაწყებინებს გამოსავლის გზებზე ფიქრს. ერის მართლებო და გამბედავებო ნუ შეალამაზებთ და შეაფერადებთ პოზიტიური ელფერით დამღუპველ სიმართლეს, რადგან ცრუ პოზიტივი, ცრუ ოპტიმიზმს იწვევს, ხოლო ცრუ ,,გაბრწყინებით,, თავმოტყუებულ ერს ცრუ იმედებში დაუმთავრდება არსებობა.
ერიდეთ ცრუებს და მათგან გადმოგდებული ტყუილებით თავის დამშვიდებას, რადგან ჩვენი სახელმწიფოს დაუძინებელი მტრები დღეს სიცრუის მანქანებით გვანადგურებენ. საქართველო ტყუილით არის ოკუპირებული.

p.s. უმთავრესი უბედურება კი ის არის, რომ ერის ერთგულების და მამების დიდი ნაწილიც შეეჩვია შელამაზებულ—შეხმატკბილებული ,,სიმართლის,, ენით ლაპარაკს და ასეთი მოზომილობაც მტრის წისქვილზე ღვრის წყალს.
არადა საგანგაშო სიმართლის დროა…

გურამ ქართველიშვილი

აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერძე — 17.01.2019

Author: nikatron