საქართველოს ფოსტა გადასახადს აწესებს

საქართველოს ფოსტა

დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის და შეიცვალა ადრესატის ინფორმირების წესი

გაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლისმომსახურებისთვის,  რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ  თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა  მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.

საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და  საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებითUL, C ან რიცხვით 03.  ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.

საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:

  • ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილირომლის შიგთავსაც არ წარმოადგენს საქონელი;
  • გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;
  • საქართველოს ფოსტის პროდუქტი „სახმელეთო ამანათი“;
  •  საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.

საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.

თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება  გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ  მოთავსხება  ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.

გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და გადაიხდის საფასურს.

წყარო: საქართველოს ფოსტა

Author: nikatron