რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავადრუსეთი საქართველოს ერთერთმნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება. 2018 წლის იანვარნოემბრისმდგომარეობითსაქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მეორეადგილზე იმყოფებოდა რუსეთირომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშოპერიოდში მილიარდ 254,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომლებსაც ყველაზე მეტი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 120,1 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები _ 105,1 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 45,2 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები იკავებენ, შესაბამისად, 19 მლნ და 13,5 მლნ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.

იანვარ-ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 187,2 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა ხორბალი, რომლის იმპორტმაც 89,5 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 35,6 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს; რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს მზესუმზირის ზეთი და ტელეფონის აპარატები ინაწილებს, შესაბამისად, 30,2 მლნ და 27,4 დოლარით.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18,6 პროცენტით აღემატება.

“საქსტატის” მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 24%-ით გაიზარდა ექსპორტი და 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 16,8%-ით გაიზარდა და 8,3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს ყიდის, მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია, მე-4 და მე-5 პოზიციებს ყურძნის ნატურალური ღვინოები, სიგარები და სიგარეტები ინაწილებს.

სრულად იხილეთ: geworld.ge

“ბიზნესპრესნიუსის” მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

Author: nikatron